ეკატერინე ტიკარაძე "ფეიკნიუსს" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს რუსული პასპორტები აქვთ - Palitra News

ეკატერინე ტიკარაძე "ფეიკნიუსს" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს რუსული პასპორტები აქვთ

2020-12-07 13:01:27+04:00

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „ფეიკნიუსს“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს რუსული პასპორტები აქვთ. როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მსგავსი „ფეიკნიუსების“ გავრცელება მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე დამატებითი ნეგატივის წარმოქმნას. მინისტრის თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავცელება პირდაპირპროპორციულად მიმართულია ქვეყნის რეგრესზე და უკანსვლაზე.