ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მოადგილე თამარ გაბუნიასთან, სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ ერთად, საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო.
ენგურის ხიდთან, გახსნილ სამედიცინო პუნქტებში სწრაფი ტესტი უკვე 1 200-მდე ადამიანს გაუკეთეს. ადგილზე მობილიზებულია 4 სამედიცინო ბრიგადა. გადმომსვლელთა დასაყოვნებლად ორი მოსაცდელი კარავია, ორი სპეციალური ოთახი კი ტესტირებისთვისაა განკუთვნილი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულებს შორის უმრავლესობა პენსიონრები, მრავალშვილიანი დედები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებია. საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების საკარანტინო სივრცეში გადაყვანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. რაც შეეხება ვაქცინაციას, მოქალაქეებს ადგილზე მიეწოდებათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია და მსურველებს ადგილზევე შეეძლებათ დარეგისტრირდნენ.