"ოზურგეთის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან რეაბილიტირებულ სკოლაში ისწავლიან. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე გაეცნო.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლის სრული განახლებისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლის გადახურვა, ეზოს შემოღობვა, გათბობის სისტემის დამონტაჟება, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთება და სველი წერტილების მოწყობა.
საუკუნენახევრის განახლებული სკოლის შენობა 700 მოსწავლეზეა გათვლილი.