ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის სანახავად იმყოფებოდა - Palitra News

ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის სანახავად იმყოფებოდა

2021-10-03 18:27:56+04:00

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე რუსთავის მეთორემეტ პენიტენციურ დაწესებულაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სანახავად იმყოფებოდა. ჯერ კიდევ ციხეში შესვლამდე ეკა ხერხეულიძე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს და თუ როგორ, ამას საზოგადოება თავად ნახავს.