ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურნენ. ისინი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას არასერიოზულს უწოდებენ. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით მათ მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ხუთი წლით შეჩერებას გულისხმობს, მხარს იმიტომ არ უჭერენ, რომ ეს მათ მიერ არის ინიცირებული. შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელათ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს.