"ქართული ოცნების" დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების თემას ”ნაციონალური მოძრაობა” კახი კალაძის, როგორც ძლიერი კონკურენტის წინააღმდეგ იერიშის მისატანად იყენებს. ბესელია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა პარლამენტის დღის წესრიგში რამდენჯერმე თავად ”ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნით გადაიდო.