დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას ინიცირებულ კანონპროექტზე „საარჩევნო კოდექსში ცლვილებების შეტანის თაობაზე“ საუბარს, რომლის განხილვასაც ის რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით ითხოვს, ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მხარს უჭერს ეკა ბესელიას კანონპროექტს და მის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. როგორც კაპანაძე აღნიშნავს გაუგებარია „ქართული ოცნების“ პოზიცია, თუ რატომ სურს, რომ გადადოს კანონპროექტის განხილვა მომდევნო სესიისთვის. კაპანაძის რეპლიკებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ გუნდმა, რომელმაც მხარი არც საკონსტიტუციო ცვლილებს და არც საარჩევნო ცვლილებებს არ დაუჭირა, ნიშნის მოგებით საუბარი, რომ „ქართული ოცნება“ როგორც წესი, კანონპროექტებს აგდებს, სასაცილოა. როგორც მან განმარტა, ეკა ბესელიას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პრობლემა არ არსებობს.