ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეში იპოვა რამდენიმე ხმაურიანი გვარი, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა. შესაბამისი განცხადება ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ გააკეთა.
დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, ის აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს, თუმცა საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან კვალი მიდის იმ ადამიანებთან, რომლებიც თავშივე „სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრედ მოხაზა“.