ეკა ბესელიამ პარლამენტში საინიციატივო ჯგუფის მომზადებული კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გაუქმებას ეხება.
საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად, საინიციატივო ჯგუფი 200 000 ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს. ბესელიას თქმით, მოსამართლეთა უვადო არჩევის წესი უნდა შეიცვალოს ვადიანით და ეს უნდა შეეხოს უკვე არჩეულ მოსამართლეებსაც.
საინიციატიცო ჯგუფი სულ 10 ადამინისგან შედგება, მათ შორის არიან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და აგრეთვე, საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი. როგორც ბესელია არნიშნავს, ხელმოწერების შეგროვება დაიწყება მაშინვე, როგორც კი საპროცედურო საკითხთა კომიტეტისგან შესაბამის ბლანკებს მიიღებენ.