ეკა ბესელია და გედევან ფოფბხაძე "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვედრას ესწრებიან. ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით ბესელია აცხადებს, რომ მსგავს არასერიოზულ საკითხებზე არ ფიქრობს. გედევან ფოფხაძის თქმით კი, თავად არსად წასვლას არ აპირებს. ამასთან, უმრავლესობის წევრებმა გუნდურობის საკითხზეც გააკეთეს კომენტარი. ფოფხაძეს მიაჩნია, რომ გუნდისთვის მას არ უღალატია, ხოლო ეკა ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის.