ვინ ჩაწერა ზარდიაშვილი სიაში? თავად ბიძინა ივანიშვილმა გასცეს ამაზე პასუხი, ვინ ურჩია მას ეს მაშინ, როდესაც თქვა, რომ პარტიაში ადამიანის მიყვანით, შეცდომაში შეიყვანეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ბესელიას თქმით, აღიარებს, რომ ერთადერთი რამ თხოვა ბიძინა ივანიშვილს 7 წლის განმავლობაში და ეს ზარდიაშვილის იურიდიული კომიტეტიდან გაყვანა იყო.