დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ვენეციის კომისიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. როგორც მმართველი გუნდიდან გასულმა დეპუტატმა ბრიფინგზე აღნიშნა, ერთადერთი, რაც უცხოელ ექსპერტებს არ გაუკრიტიკებიათ, კანონპრორქტის სათაურია. ბესელია უმრავლესობას სთავაზობს, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდოს და იმ დეპუტატების ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვა დაიწყოს, რომელსაც თავად ბესელია წარმოადგენს. იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ არ შეიძლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პოლიტიკურ და სამართლებრივ რეკომენდაციებად დაყოფა.