საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ფარული ვიდეოჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შემდგომ ნაბიჯებს ელოდება. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გავამავრცელებელი პირების პასუხისმგებლობის გარდა, მთავარია დადგინდეს ვისგან არის წამოსული ჩანაწერების გავრცელების დაკვეთა. ბესელია აღნიშნულ საკითხზე დღეს შს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრასაც აპირებს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარები უმრავლესობის სხვა წევრებმაც გააკეთეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ფარული ვიჩეოჩანაწერების გავრცელებაზე კანონი გამკაცრდეს.