პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია "ქართული ოცნებიდან" ვატო შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, უფრო მეტიც შეუძლებელი იყო რომ ეს ორი ადამიანი შეგუებოდა იმ უსამართლობას, რაც ხდება მმართველ პარტიაში. მისივე თქმით, ამ ადამიანებთან ერთად წარსულში უსამართლობის შესაცვლელად იბრძოდა და მომავალსაც მათთან ერთად ხედავს