პარლამენტის წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართვას ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ეხმაურებიან. როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს იუსტიციის საბჭოს მიმართვა სამარცხვინოა. მისივე შეფასებით, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს "კლანური სისტემის მხილებაში".
დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით კი თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს საბჭოში უფლებამოსილება, და არ უნდა ჰქონდეს მოსამართლის სტატუსი, ეს არის დიმიტრი გვრიტიშვილი. რაც შეეხება "ქართული ოცნების" პოზიციას, დავით მათიკაშვილის განცხადებით მსგავს საკითხებზე ის კომენტარს არ აკეთებს რადგანაც ეს შესაბამისი ორგანოს და პირების პრეროგატივაა.
ამ საკითხს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გამოეხმაურა.