"თუკი ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა დარჩენილი სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე, ეს ილუზია და განცდა გაანადგურა გუშინ, ეთერში მოსამართლედ წოდებულმა დიმიტრი გვრიტიშვილმა" - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვენელი ეკა ბესელია აცხადებს.დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლო სისტემის პრობლემების ამაზე უარეს ლუსტრირებას ვერავინ მოახდენდა."ყველა შრომა რაც ჩაიდო ეს წლები - თავად გაანადგურა. კომენტარიც კი ზედმეტია იმაზე რაც იკადრა! ეს არის სახე დღეს მართლმსაჯულების! უფრო იოლად გასაგებია, რა უნდა შევცვალოთ! ახლა თურმე კრიტერიუმებს თავად წერს - საკუთარ კანდიდატურას რა მოარგოს. ჯალათის როლიდან კანონმდებლის როლში მოისურვეს ყოფნა. კარგად გვაჩვენეს - რა უნდა შევცვალოთ და რატომ!" - წერს ეკა ბესელია "ფეისბუქის" გვერდზე.