თუ კალაძემ პოლიტიკიდან წასვლაზე იფიქრა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ამბიცია, არასდროს არ იყო იმ მოცემულობის შესატყვისი, რასაც მას სთავაზობდნენ. მას არ ჰქონდა დიდი ტრამპლინი რამხელა ამბიციაც ჰქონდა, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის” გადაცემა „ნიუსრუმში” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკიდან სავარაუდო წასვლის შესახებ.
ბესელია გამორიცხავს, რომ კალაძემ დამოუკიდებლად იმოქმედოს, რადგან ის ფიქრობს, რომ „გამბედაობა, რომელიც სჭირდება დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას, ამას არ უშვებს კალაძის შემთხვევაში“.