საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას დღეს შეხვდება. ამის შესახებ ბესელიამ "პალიტრანიუსს" განუცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან შსს-ს რამდენიმე გვარი თავადაც მიაწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა.