პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ სასამართლო რეფორმის "მეოთხე ტალღის" ფინალურ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ პროექტი ჯერ არ უნახავს. ამის მიზეზად კი ბესელია იმას ასახელებს, რომ მას ირაკლი კობახიძე არ აღიარებს. მისივე თქმით, კობახიძეს არ ახსოვს, რომ რეფორმის მეოთხე ეტაპი 2017 წელს თვითონ დაიწყო პარლამენტში.
ამასთან, დეპუტატის შეფასებით, აზრი არ აქვს, როგორი იქნება საერთო ჯამში, მექანიზმი, თუ ის არის იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც კლანს უწოდებენ.