ეკა ბესელია - საქართველოს შესახებ ევროკავშირის რეზოლუციაში საუბარი საარჩევნო და სასამართლო თემებზე იქნება - Palitra News

ეკა ბესელია - საქართველოს შესახებ ევროკავშირის რეზოლუციაში საუბარი საარჩევნო და სასამართლო თემებზე იქნება

2019-11-22 10:06:31+04:00

დამოუკიდებელი დეპუტატი საერთაშორისო პარტნიორებთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. როგორც ბესელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე მომხსენებლებთან და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ ბოლო შეხვედრაზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და კრიტიკული პოზიცია დაუფარავად გამოხატეს. მისივე ინფორმაციით, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას ამზადებენ, სადაც ძალიან მწვავედ იქნება საუბარი როგორც საარჩევნო, ისე სასამართლოს თემაზე.