პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოპოზიციურ პარტიებს კითხვით მიმართავს რომლებიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ან ამ მოთხოვნას უერთდებიან. ბესელიას თქმით არ შეიძლება მხოლოდ იმიტომ დადგეს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგში რომ ასე სურთ ამ პოლიტიკურ პარტიებს.შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და ამისთვის ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე აძლევს ვადას.