ეკა ბესელია და მისი გუნდი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მომზადებულ პროექტს დღეს სამოქალაქო სექტორსა და დიპლომატებს წარუდგენს. სიახლის პარლამენტში დარეგისტრირება მიმდინარე კვირას იგეგმება და მასში ყურადღება მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის როლის გაძლიერებაზე გამახვილდება.როგორც ბესელია აცხადებს, მათ მიერ მომზადებული პროექტი უზრუნველყოფს, უზენაეს სასამართლოს ჰყავდეს ისეთი მოსამართლეები, რომელთაც ექნებათ არჩევის მაღალი სტანდარტი და მაღალი კრიტერიუმები. როგორც ინიციატორის ავტორები აცხადებენ, არასამთავრობოების, პროფესიული და აკადემიური წრეების მოსაზრებებს გაითვალისწინებენ და კანონპროექტში ასახავენ.