პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის პროექტში პარლამენტის როლი დაკნინებულია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი ფრთები აქვს გაშლილი. ამის შესახებ მან ვენეციის კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ეკა ბესელიას თქმით, მან ვენეციის კომისიის წევრებს გააცნო საკუთარი კანონპროექტი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ასევე, შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნაში, რომელიც ირაკლი კობახიძის კანონპროექტს შეეხება, საკმაოდ კრიტიკული იქნება.