პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენის დროს ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მოსამართლეებმა პირდაპირი მნიშვნელობით პარლამენტს ფეხი დაუბაკუნეს. მისივე თქმით, ინიციატივა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაშვებას არ ისახავს მიზნად და გარკვეული პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოსდა კანონპროექტი სასამართლო კორპუსის განახევრებას გამოიწვევს, ხელოვნურად შექმნილი არგუმენტია. ამასთან, მან კანონპროექტის წარდგენისას კოლეგებსაც მიმართა და სთხოვა,ნუ ამოეფარებიან ხელოვნურად შექმნილ არგუმენტებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.