დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მოითხოვს, რომ პარლამენტმა მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, უმოკლეს ვადაში განიხილოს.
როგორც ბესელიამ განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი არჩევნების გაყალბებისგან დაცვის მკაფიო მექანიზმს ეხება.