დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ინფრასტრუქტურის მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისი თქმით, მაია ცქიტიშვილს როგორც ქალს, დაფიქრება მართებს საკუთარ ნათქვამზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ავალებს მას გარკვეული განცხადებების გაკეთებას. ბესელიას შეფასებით, პოლიტიკოსი ქალი იმაზე უარესს ვერ გაუკეთებს საკუთარ თავს, რაც ცქიტიშვილმა თავისი კომენტარით გააკეთა.