"კობახიძე ვერ გადაწყვეტს, შემიზღუდოს ან ამიკრძალოს რომელიმე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა" - ამის შესახებ ეკა ბესელიამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ბესელია კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ თქვა, რომ კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე გადაწყდება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების გაწერაზე იმუშავებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი მისი ინიციატივით შეიქმნა.