საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კახა კალაძეს ურჩევს მშობლის როლიდან გამოვიდეს და ზრდასრულის ენით ისაუბროს. ასე უპასუხა ბესელიამ „ქართული ოცნების" გენარულური მდივნის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გედევან ფოფხაძის მხრიდან „ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვებას. ეკა ბესელიას თქმით, მათ გაიარეს ის გზა, რომელიც სხვა რეგისტრში საუბრის უფლებას აძლევთ. გედევან ფოფხაძის მხრიდან „ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვებას მმართველი გუნდის თბილისის მერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვისაც პარტიის დატოვების სურვილი აქვს, მისი ნებაა და ამ კონტექსტში ისიც გაიხსენა, რომ ერთ დროს „ქართული ოცნება“ კოალიციის შემადგენლობაში იყო, მაგრამ შემდგომში პარტიამ დამოუკიდებლად გააგრძელა საქმიანობა.