ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრით კმაყოფილია. ამბობს რომ საკითხი გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე არ დასმულა. მისი თქმით, შეხვედრას მოდერაციას ბიძინა ივანიშვილი უწევდა და მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით რამდენიმე დეპუტატმა განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. ბესელია არ გამორიცხავს, რომ შეხვედრები ორ დღეზე მეტხანს გაგრძელდეს. დეპუტატის თქმით, პრინციპულ პოზიციებს ის არ დათმობს სიის შედგენასა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ამჯერად მხოლოდ მედიატორის ფუნქცია შეასრულა და მანამდე გაკეთებული განცხადება, რა დროსაც, მან ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა, არ გაუმეორებია.ამბობს რომ ამ ეტაპზე არ დგას ასე საკითხი დღეს, რომ მან დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა.