"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ეკა ბესელია "ევროპული საქართველოს" მიერ ინიცირებული იმ დადგენილების პროექტისთვის აპირებს მხარდაჭერას, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით არჩეული წევრების ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძის საბჭოდან გამოწვევას ითვალისწინებს.
როგორც ბესელიამ განმარტა, ნდობას არ იმსახურებს საბჭოს არც ერთი წევრი, ვინც პარლამენტში წარმოდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათკაციან სიას მისცა ხმა.