დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა.ბესელია კომიტეტის თავმჯდომარის მაგიდასთან მივიდა და ანრი ოხანაშვილს გვერდით მიუჯდა, რის შემდეგაც ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო.მცირე ინციდენტის შემდეგ, ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.