პარლამენტის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ იურიდიულ კომიტეტში აუცილებლად დაბრუნდება. ბესელიამ კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ მას იურიდიული კომიტეტის დატოვება მოუწევს, სადაც „ქართული ოცნების“ ფრაქციის კვოტით არის წარდგენილი. ბესელიას განცხადებით, მის მიერ ახალი ფრაქციის შექმნისთანავე, კვოტების გადანაწილება ხელახლა მოხდება. დეპუტატის განმარტებით, მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის ბარიერები, რაც მას ახალი ფრაქციის შექმნისას ხვდება.უმრავლესობის ყოფილ წევრებს - ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და ბექა ნაცვლიშვილს იმ კომიტეტებიდან გასვლა მოუწევთ, სადაც „ქართული ოცნების“ ფრაქციათა კვოტით არიან წარდგენილნი.