საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია "ქართულ ოცნებაში" დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღეს იღებს. ამის შესახებ ბესელიამ "ქართული ოცნების" ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი თქმით, დადგა გადაწყვეტილების დრო ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით. ბესელია აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ გადაწყვეტილების ეტაპი დამდგარია. საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა და ეკა ბესელიას თანამოაზრემ, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნებაში" დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა ამას სამომავლოდ გაახმოვანებს.