ეკა ბესელიასთვის გაუგებარია , რატომ არის იურიდიულ კომიტეტში ასეთი ბრძოლა გაჩაღებული , რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება. "დავბრუნდები და ვისაუბრებ" - აანონსებს ბესელია რომელიც 6 იანვრამდე საქართველოში არ იმყოფება. შესაბამისად ის არც პარტია "ქართულ ოცნებაში" გამართულ სხდომას დასწრებია. ამბობს ვისაც რამე აქვს მის წინააღმდეგ ჩაფიქრებული, მზადაა ყველას ღიად და საჯაროდ ესაუბროს. "ვიცი, რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოყვეს. არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს. მეღიმება მაინც, ეს რამ მოაფიქრათ" - აცხადებს ეკა ბესელია. მისი შეფასებით, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობის დატოვებაც, მის დასჯად აღიქმება. "მე არა ვარ საქართველოში და სამწუხაროა, რომ ასეთ დროს იხილება ეს საკითხი. არ მინდა ვიფიქრო, რომ განზრახ ხდება ასე და არც ის მინდა ვიფიქრო, რომ აკრძალული წესების გამოყენება მოხდება" - ასე ეხმაურება ის იურიდიული კომიტეტიდან მისი წარდგინებით დანიშნული გედევან ფოფხაძის გაწვევას ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ