პარიზში ეიფელის კოშკის ირგვლივ გაშენებული ბარიერის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2018-ში, ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება. ეიფელის კოშკის დამცავი ღობეების ასაშენებლად სახელმწიფომ 35 მილიონი ევრო გამოჰყო, რომლის აშენების მიზანი, ტერორისტული თავდასხმებისგან იმ 6 მილიონი ტურისტის დაცვაა, რომლებიც საფრანგეთის დედაქალაქს ყოველწიურად სტუმრობენ.