ევროპის საინვესტიციო ბანკის დირექტორთა საბჭომ, 6 თებერვალს, 150 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფით "ნენსკრა ჰესის" პროექტის დაფინანსება ერთხმად დაამტკიცა. "ნენსკრა ჰესის" პროექტს "ნენსკრა ჰიდრო" ახორციელებს, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციისა და "საპარტნიორო ფონდის" მიერ არის დაფუძნებული. აღსანიშნავია, რომ საპარტნიორო ფონდი ცოტა ხნის წინ "ნენსკრა ჰიდროს" ოფიციალური აქციონერიც გახდა.
შეგახსენებთ, რომ "ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგური მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება და ჰესის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაიწყოს.