ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა ლიდერობს.
კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ წარდგენილმა შედეგებმა აჩვენა, რომ ანჯეი დუდამ მეორე ტურში ხმების 50.4 % მიიღო, მისმა მეტოქემ, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი - 49.6 %. პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 68.9% შეადგინა. არჩევნების პირველი ტური 28 ივნისს ჩატარდა, თუმცა 12 კანდიდატიდან ვერც ერთმა მათგანმა ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება ვერ შეძლო, შესაბამისად, გადამწყვეტი ბრძოლა პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის დაინიშნა. დუდამ პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 43.5% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ვარშავის მერმა კი - 30.4%.
ანჟეი დუდა პოლონეთის პრეზიდენტად პირველი ვადით 2015 წელს აირჩიეს.