ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, ჰონსი მუბარაქი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კაიროს ერთ-ერთ საავადმყოფოში ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა.
ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტეს 30 წლის მანძილზე, 1981-2011 წლებში მართავდა. 2011 წელს მისი მთავრობა არაბული გაზაფხულის სახელ ცნობილი რევოლუციისას დაამხეს. მუბარაქს ბრალად რეჟიმის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მკვლელობა დასდეს. 2012 წლის კაიროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას სამუდამო პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, მოგვიანებით 2017 წელს ის გაათავისუფლეს, როცა ბრალდებების უმეტესობა მოეხსნა.