ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დარჩენილი ქართველი სტუდენტები სამშობლოში გამოემგზავრებიან - Palitra News

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დარჩენილი ქართველი სტუდენტები სამშობლოში გამოემგზავრებიან

2020-03-18 15:13:50+04:00

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დარჩენილი ქართველი სტუდენტები სამშობლოში გამოემგზავრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 6 ქართველი სტუდენტი, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

აღნიშნულმა მოქალქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეგვიპტეში საქართველოს სელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ეგვიპტესა და სომხეთში საქართველოს საელჩოების ჩართულობით და ადგილობრივ ხელისუფლებებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა