ეგვიპტეში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 98 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქ ტუხში მოხდა, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქ კაიროდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც კაიროდან ელ-მანსურაში მიდიოდა, ლიანდაგებიდან გადავიდა. ინციდენტის მიზეზის დასადგენად შემთხვევის ადგილზე სამართლდამცავები მუშაობენ.