ეგვიპტეში მომხდარი ავარიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრნობით, ალ ჯაზირა იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, ალ-მინია-კაიროს დამაკავშირებელ მაგისტრალზე, სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე სატრანსპორტო საშუალება ხიდიდან გადავარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეგვიპტეში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 12 ათასი ადამიანი იღუპება.