ეგვიპტეში, კორონავირუსის გამო ჩაკეტილი გიზას პირამიდები 3-თვიანი პაუზის შემდეგ დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, პირამიდებში შესვლამდე აუცილებელია უსაფრთხოების გარკვეული ნორმების დაცვა. კერძოდ, ყველაფერს, ვიზიტორებისა და მათი ჩანთების ჩათვლით, დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს. ქვეყანაში ასევე გაიხსნა კაიროში მდებარე ეგვიპტის მუზეუმიც. სამშაბათიდან კი ხელისუფლებამ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.
ცნობისათვის, ეგვიპტეში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში დაიხურა მუზეუმები, არქეოლოგიური ადგილები, მაღაზიები, კაფეები და რესტორნები. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 69 814 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 3 034 ადამიანი.