ეგვიპტელი ბიზნესმენი ყალბი მინდობილობის საფუძველზე პირადი საკუთრების გასხვისებაში საჯარო უწყებებს ადანაშაულებს. საუბარია მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 15 000 კვადრატულ მეტრ ფართზე, რომელიც ბიზნესმენის მტკიცებით, შპს "ამერი დეველოპმენტმა" უკანონოდ მიითვისა. ბიზნესმენის უფლებადამცველი და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი კორუფციულ გარიგებაში სახელმწიფო და კერძო პირებს ადანაშაულებს.