ეგვიპტემ 4600 წლის "მოხრილი" პირამიდა მნახველთათვის გახსნა. დამთვალიერებლებს პირამიდის სიღრმეში, გვირაბებში ჩასვლა და იქ განლაგებული ოთახების ნახვა შეუძლიათ. პირამიდა ფარაონმა სნეფრუმ ძვ.წ.აღ.-ის 2600 წელს ააშენა,რომელიც სრულიად განსხვავდება ეგვიპტის სხვა ცნობილი პირამიდებისგან.ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის, მუსტაფა ვაზირის განცხადებით, პირამიდის მშენებლობისას ნაპრალები გაჩნდა.მოხრილი პირამიდა ერთ-ერთია სნეფრუს მიერ აშენებულ სამ პირამიდას შორის. აღსანიშნავია, რომ თავად სნეფრუს დაკრძალვის ადგილი ამ დრომდე უცნობია.მკვლევართა ვარაუდით, შესაძლოა, ფარაონი სწორედ მოხრილ პირამიდაშია დაკრძალული. პირამიდა 1956 წლის შემდეგ პირველად გაიხსნა. დამთვალიერებლებს შესვლა ასევე შეუძლიათ 18 მეტრი სიმაღლის გვერდითა პირამიდაში, რომელიც სავარაუდოდ, სნეფრუმ თავისი ცოლის, ჰეტეფერესისთვის ააშენა.