"ეფიქს ბიზნეს გრუპის" ფინანსური პირამიდით დაზარალებულები მთავარი პროკურატურისაგან კომპანიის ხელმძღვანელი პირტების დასჯას და მათი თანხების დაბრუნებას ითხოვენ. აღნიშნული კომპანიის საქმიანობით დაზარალებულებმა ადვოკატ ამირან გიგუაშვილთან პროკურატურაში კომპანიის წინააღმდეგ ერთობლივი განცხადება შეიტანეს და საქმის შესწავლა მოითხოვეს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კომპანიას მისი მეანაბრეების შიდა სავალუტო ბაზარზე შეძენილი უცხოური ვალუტის მათ ანგარიშზე შეტანა უნდა უზრუნველეყო, თუმცა მეანაბრეები აცხადებენ, რომ გაურკვეველია სად წავიდა მათი კუთვნილი თანხები და რატომ არ ახდენს მთავარი პროკურატურა მომხდარზე სათანადო რეაგირებას.