კომპანია "ეფეს საქართველომ“ კარანტინში მყოფ მოქალაქეებს გასახალისებლად ნატახტარის ლიმონათი დაურიგა. გარდა ამისა, "ეფეს საქართველომ" სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით, ლიმონათით გაახარა 70 წელს გადაცილებული ადამიანები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ცხელი ხაზი 144-ის ცენტრის თანამშრომლები და ექიმები.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია „ეფეს საქართველო“ STOPCOV ფონდს ფულადი სახსრებითაც დაეხმარა და ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა, ასევე ორი თვის მარაგი სადეზინფექციო ხსნარი მიაწოდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს.
გარდა ამისა,ფონდი ნატახტარი მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად უდგას გვერდში და მათთვის უზრუნველყოფს: ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციებს, ბინის ქირის გადასახადს,აუცილებელ მედიკამენტებს, დისტანციურად განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებს.
სევე, "ეფეს საქართველო" ფულად დახმარებას უწევს ფონდის იმ ბენეფიციარებს, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა.
ამ ეტაპზე, "ნატახტარის" მწარმოებელმა კომპანია "ეფეს საქართველომ", საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 150 ათასი ლარი გამოყო.