01:25
27 იანვარი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
„ეფეს საქართველო“ „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020“ გამარჯვებული გახდა
26-11-2020

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს  რიგით მესამე კონკურსი ჩატარდა, სადაც კატეგორიაში „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ ჯილდო ნატახტარის მწარმოებელ კომპნია „ეფეს საქართველოს“ გადაეცა.  უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკვე მეხუთე ჯილდოა, რომელიც კოროპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  სხვადასხვა კონკურსში „ეფეს საქართველომ“ მიიღო 2018 წლის შემდეგ.

„ეფეს საქართველოს“  გამარჯვება კატეგორიაში „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ კომპანიის საქმიანობაში მკაფიოდ განსაზღვრულმა პრიორიტეტებმადა შესაბამისმა აქტივობებმა განაპირობა, როგორიცაა, თანამშრომლებისთვის ღირსეული და უსაფრთხო გარემოს შექმნა, თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმა და ტრენინგები, თანასწორობაზე დამყარებული ბიზნეს ეთიკის კოდექსი, გენდერული ბალანსის მხარდაჭერა, COVID19– ის დროს დისტანციური მუშაობა, ასევე ონლაინშეხვედრებიდატრენინგები.

 კონკურსი “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020”, რომელშიც 70 კომპანია, CSR პროექტებით მონაწილეობდა, მიზნად ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი, პირველად 2018 წელსგაიმართა. კომპანია“ეფეს სქართველომ” 2018 წელსაც გაიმარჯვა კატეგორიაში “გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი”. 2019 წელს, კატეგორიაში “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” “ეფეს საქართველოსა“და არასამთავრობო ორგანიზაციის“ ჩვენი სახლი – საქართველო” პარტნიორული პროექტი“ფონდი ნატახტარი“საუკეთესოდ დასახელდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები