დელავერის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ღვიძლის კიბოსთან საბრძოლველი ეფექტური მეთოდი შეიმუშავეს. მკვლევრებმა ერთმანეთს მკურნალობის ორი მეთოდი შეუთავსეს და მიიღეს ქმედითი კომბინაცია. სადღეისოდ, ღვიძლის კიბო ძალიან მძიმედ ექვემდებარება თერაპიას. ღვიძლის კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტების 82%-ზე მეტი 5 წლის განმავლობაში იღუპება.მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში გამოზარდეს სიმსივნის უჯრედების კულტურა და ექსპერიმენტების მთელი რიგი ჩაატარეს. სპეციალისტები აკვირდებოდნენ როგორ რეაგირებდა კიბოს უჯრედები ჰექსოკინაზა-2 დანაკარგზე. ეს ფერმენტი უჯრედებს გლუკოზის ათვისებაში ეხმარება. აღმოჩნდა, რომ ფერმენტის არარსებობა ძალიან სუსტად აისახებოდა უჯრედების ცხოველმყოფელობაზე.სპეციალისტებმა უჯრედები მეთფორმინითაც დაამუშავეს. აღნიშნული პრეპარატი ძირითადად დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. ორი სხვადასხვა მიდგომის გაერთიანებით, მეცნიერებმა კარგი შედეგების მიღება შეძლეს. სიმსივნის ზრდა შემცირდა და კიბოს უჯრედების დიდი ნაწილი განადგურდა.