ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობამ კერძო სექტორთან ერთად შეიმუშავა გადახდისუუნარობის მარეგულირებელი კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურად მომგებიანი კომპანიების გადარჩენას და არამომგებიანი კომპანიების რესურსების გადაადგილებას. რეფორმა მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობასა და კიდევ უფრო განვითარებას. სწრაფი და იაფი გადაახდისუუნარობის პროცედურები ხელს შეუწყობს ბიზნესის დროულად დაბრუნებას ნორმალურ სამუშაო რეჟიმში. ამასთან გაზრდის კრედიტორთა დაკმაყოფილების მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ კანონპროეტზე მუშაობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.