15:45
20 აგვისტო, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
ედვარდ ბერგერის "პატრიკ მელროუზი" - "მელროუზი გულისამაჩუყებელი და მიმზიდველი, აუტანელი და გამაღიზიანებელი პერსონაჟია, რომლის მორევა ბენედიქტ კამბერბეტჩს შეუძლია"
09-08-2019

სერიალებით გატაცება 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა მოდური და არც დღეს კარგავს აქტუალურობას, რადგან მცირე ფორმატი ბევრად კონკურენტუნარიანი და მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე კრიტიკოსებს წარმოედგინათ. საერთო ტენდენციას არც  მსოფლიო კინოს ვარსკვლავები ჩამორჩნენ, რომლებიც უხერხულობის გარეშე, შესაშური ენთუზიაზმით თანხმდებიან ოდესღაც ნაკლებად პრესტიჟულ, ახლა კი, პოპულარულ ჟანრში მუშაობას და საკუთარი ნიჭის, არტისტიზმის წყალობით რიგით ტელეპროექტებს ნამდვილ ეკრანულ შედევრებად აქცევენ.

გამონაკლისი არც ბენედიქტ კამბერბეტჩი აღმოჩნდა, რომელსაც ბრიტანულ კოსტუმირებულ დრამებში, კლასიკურ ეკრანიზაციებში მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად, მხოლოდ 2010 წელს დაუფასდა მონდომება, როცა ტელეეკრანზე არტურ კონან დოილის ცნობილი დეტექტივის ახალი, სრულიად განსხვავებული ვერსია გამოვიდა, "შერლოკი"  მისი ინტერპრეტაციით კი, ელეგანტურ ინტელექტუალად იქცა და  აღიარებამაც არ დააყოვნა - ნოვატორული სახის შექმნისთვის მიღებულ პრემიებს, სინჯები ჰოლივუდში, "ოსკარის" ნომინაცია და წამყვან fashion-გამოცემებში წარმატებული ფოტოსესიები მოჰყვა.

AutoPlay
კინომუსიკა: "როკი"; "ლედი და მაწანწალა"
03-08-2019
სერიალი, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტები და ჩინელი ჩინოვნიკებიც კი დააინტერესა -"ოქროს გლობუსის" მფლობელი პოლიტიკური ტრილერი "ბანქოს სახლი"
02-08-2019
სერიალი, რომელიც 6 სეზონის მანძილზე 56-ჯერ იყო "ემის" პრემიაზე ნომინირებული - "სოპრანოს კლანმა" შექმნა ახალი ეპოქა და განსაზღვრა ე.წ. "ოქროს ხანა" HBO-ს ისტორიაში
26-07-2019
კინომუსიკა: "დედინაცვალი"; "მეფე ლომი"
20-07-2019
სერიალი, რომელიც 110 ქვეყანაში ნახეს, ემის 15 პრემია დაიმსახურა და გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა - უნიკალური ბრიტანული ისტორია "დაუტონების სააბატო"
19-07-2019
კინომუსიკა: "მაკულატურა"; "გაყინული"
13-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები